"12 ჭრილობა, არც ერთი მკვლელი! დაუსჯელობა კლავს! ვინ მოკლა სარალიძე!"- არასამთავრობოები სასამართლოსთან აქციას მართავენ
პოლიტიკა - 16:32, 27 May, 2019     1107
12 ჭრილობა, არც ერთი მკვლელი! ნუ წაახალისებ ძალადობას! ვინ მოკლა სარალიძე! დაუსჯელობა კლავს! - ამ შინაარსის ბანერები მიიტანეს დღეს სააპელაციო სასამართლოსთან.
აქციაზე იმყოფება მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძეც.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვენ.

აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული. მათ შორის არიან: „კონსტიტუციის 42 -ე მუხლი“,“ ახალგაზრდა იურისტები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 17:00 საათზე გაიმართება. არ არის გამორიცხული, რომ დღესვე განაჩენიც გამოცხადდეს.

"სამწუხაროა, მაგრამ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს, გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში, ხოლო, მეორე მხრივ, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე "- აცხადებენ აქციის მონაწილეები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42