ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს. აღნიშნული განცხადებით, ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა.
„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა.“ - აცხადებს ომარ მახარაძე.
მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
უნივერსიტეტის სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. შსს-მ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. თუმცა, მოგვიანებით მუხლი დამძიმდა და გამოძიება 139-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს. სტუდენტის თქმით, მას ამ დანაშაულის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






