„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე უსმენენ
პოლიტიკა - 15:33, 27 May, 2019     605

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი დეპუტატებს ფონდის საქმიანობასა და საინვესტიციო პროექტებს აცნობს.

ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, პარლამენტში „საპარტნიორო ფონდის“ მოსმენაზე საუბარი გაცილებით ადრე, თავად საგანელიძის მოთხოვნით დაიწყო. ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვენელი აცხადებს, რომ დეპუტატები საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციისთვის ფონდში ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მოიწვია.

რაც შეეხება ქობულიას განცხადებას ფონდის არაეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებით, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი მას ეთანხმება და პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ამის თაობაზე ჯერ კიდევ ფონდში მისვლამდე ღიად საუბრობდა. მისი განცხადებით, ფონდის რესტრუქტურიზაციიის აუცილებლობა დღესაც აქტუალურია. საგანელიძის თქმით, ფონდის შვილობილი, ისეთი სტრატეგიული ობიექტები როგორებიცაა საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვა, რომლებსაც „საპარტნიორო ფონდი“ არ მართავს, ფონდის მფლობელობაში არ უნდა იყოს. საგანელიძის აზრით, ფონდს ალტერნატიული ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობა უნდა გაუჩნდეს. მისივე თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციებით შედგენილი ფონდის რეფორმირების პროექტი უკვე შეტანილია მთავრობაში განსახილველად.

საგანელიძის განცხადებით, ფონდის რეფორმირების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, როდესაც კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ფონდის შვილობილი კომპანიების (სს „საქართველოს რკინიგზისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“) 400 მლნ ლარზე მეტი ზარალი ფონდის ზარალად ჩაითვალა. ზარალი აღნიშნული კომპანიების აქტივების გაუფასურებით იყო განპირობებული მაშინ, როდესაც აღნიშნული შვილობილი კომპანიების ზარალის გამორიცხვით, ფონდის საინვესტიციო პროექტების მოგებამ, სხვა დანარჩენ შვილობილ კომპანიებთან ერთად, 192.6 მილიონი ლარი შეადგინა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ფონდის მიერ საკუთარი ბიზნეს პროექტების განხორციელების მიზნით, მაღალტექნოლოგიური წარმოების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებში 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათი საშუალო მოგება 14.8%-ს შეადგენს, ყოველ დახარჯულ 1 აშშ დოლარზე მოზიდული ინვესტიცია კი 7 აშშ დოლარია.

დავით საგანელიძის განცხადებით, 2017 წლიდან წინა წლებში „კრედიტ სვისისგან“ აღებული 150 მლნ აშშ დოლარიანი სესხის ძირითადი თანხის დაფარვა დაიწყო და 2018 წელს ის 87 მილიონ დოლარამდე შეამცირა.

დავით საგანელიძემ იმ სექტორების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ფონდისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტს წარმოადგენს: მაღალტექნოლოგიური საწარმოები, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები, სოფლის მეურნეობის დარგები, ასევე, რეგიონებში აუთვისებელი საინვესტიციო პოტენციალის კვლევის მიმართულება.

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატების კითხვებს პასუხობს.













მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42