სეტყვით დაზარალებულებმა პოლიციის მანქანა დააზიანეს და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს.
„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, პოლიციამ გზის გახსნა მალევე შეძლო. გორში უკვე ჩავიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვცილი, რომელიც გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჯერ ადგილზე შეხვდა აქციის მონაწილეებს, შემდეგ კი მათ დიალოგი გორის კულტურის ცენტრის შენობაში შესთავაზა.
აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი გორის კულტურის ცენტრის მიმართულებით გაემართა, მეორე ნაწილი კი ისევ ქვეყნის მთავარი მაგისტრალის მიდმებარე ტერიტორიაზე რჩება. ადეგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.
შეგახსენებთ, რომ გორის 20-მდე სოფლის მცხოვრები 2 დღის წინ მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






