არაფორმალური მმართველობა, ქურდული მენტალიტეტის გაძლიერება საპატიმროებში და პოლიტიკური ნიშნით დევნა - ოპოზიციას ომბუდსმენთან ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. პარლამენტში ნაციოანლური მოძრაობის ფრაქციის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ისინი ნინო ლომჯარიასგან პასუხებ ელოდებიან ყველა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. სამადაშვილის თქმით, ანგარიშში არ არის მოხვედრილი ისეთი საქმეები, სადაც აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დევნა.
„ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს გამოუძიებელი გახმაურებული საქმეები, არაფორმალური მმართველობის და ზოგადად ქურდული მენტალიტეტის გაძლიერების და არათანაბარი პირობების შესაბამისად საპატიმროებში, რაზეც უფრო დეტალურად მაინტერესებს მოვისმინო შეფასაბა სახალხო დამცველისაგან ინფორმაცია ამ საკითხზე. ასევე არის საქმეები, სადაც აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნინით დევნა, რომელიც არ არის მოხვედრილი სახალხო დამცველის ამგარიშში“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
450-გვერდიან ანგარიშით სახალხო დამცველი დღეს პარლამენტში მივიდა. ნინო ლომჯარიას ყოველწლიურ მოხსენებაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთებულია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ დრომდე არსებობს კითხვები, რა ვითარებაში გარდაიცვალა მაჩალიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






