პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მასთან კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია, რადგან ყოფილი მაღალჩინოსანი და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დამგეგმავი ხეობაში ჩასვლას ვერ ბედავდა.
ამასთან, მაჩალიკაშვილი იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა სოსო გოგაშვილი ხეობის უხუცესები დაერწმუნებინა, რომ აღნიშნული სპეცოპერაცია სამართლიანად იყო ჩატარებული.
„რაც შეეხება გოგაშვილს, არ ყოფილა არანაირი შეხმიანება, არანაირი კომუნიკაცია ჩემთან არ ჰქონია, კი, მართალია, მისმა მეუღლემ რაღაც ჩაწერა, წერონ და იყვნენ რამდენიც უნდათ. გოგაშვილი არის დამფრთხალი. მკვლელობის მეორე დღეს სოსო გოგაშვილი მოდის თელავში, იმის კაცობა არ აქვს იმას, რომ ხეობაში ამოვიდეს, ჩაჰყავს მთელი უხუცესთა საბჭო თელავში და მთელ თითოეულ საბჭოს წევრის წინ ალაგებს სურათებს მოკლული სპეცრაზმელისა დ ამის შვილების და ეუბნება „ თქვენ იცით, ვინ არის ეს ადამიანი?“ აქედან გამომდინარე ყველამ დასკვნები გამოიტანოს, რა მიანიშნებს. არწმუნებდა საბჭოს ყველა წევრს, რომ ეს სპეცოპერაცია იყო გამართლებული და იყო სწორად ჩატარებული. დღეს გოგაშვილი ამაზე არ საუბრობს, დღეს გოგაშვილი თავის ტყავისა და ნაშიერების გადარჩენას ცდილობს,“-ამბობს მაჩალიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






