აქტივისტები ჩიჩხიტურის მონასტერზე აპირებენ ხვალ ამოსვლას და პროვოკაციის მოწყობას - დავით ქაცარავა დავით გარეჯზე
პოლიტიკა - 12:50, 27 May, 2019     988

სამოქალაქო აქტივისტი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას ეხმაურება, ქაცარვას თქმით, ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა დღეს ისევ ჩაკეთილია და კომპლექსის თავზე აზერბაიჯანული სამხედრო ვერტმფრენი დაფრინავს და სიტუაციას ჰაერიდან აკონტროლებს.

„სამწუხარო რეალობა გაგვითენა დღეს, გუშინდელი სასიხარულო დღის შემდეგ. ბუნებრივია, ბედნიერები ვიყავით იმით, რომ გაიხსნა მთლიანად სამონასტრო კომპლექსი ჩიჩხიტურის ჩათვლით, რომელშიც 12 წელი ვერავინ ვერ ადიოდა, დღეს კვლავ დაკეტილი არის. ეს უკავშირდება, როგორც გვიხსნიან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამოსული არის აზერბაიჯანული დელეგაცია უდაბნოს მონასტერთან და იქ უნდა გაიმართოს შეხვედრა, მაგრამ რატომ არის დაკეტილი ჩიჩხიტურის მონასტერი, სადაც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ქვემოდან ვერ დავინახეთ ვერცერთი ქართველი მესაზღვრე, ეს ცოტა არ იყოს გაურკვეველია და კითხვებს აჩენს,“ - ამბობს ქაცარავა.

ქაცარავას თქმით, ხვალ აზერბაიჯანული მხრიდან იგეგმება აქტივისტების ასვლა ჩიჩხიტურის მონასტერზე და გამორიცხული არაა მათი მხრიდან პროვოკაციების მოწყობა:

„ჩვენი მოლოდინი კი ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არის ძალიან შემაშფოთებელი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ხვალ მინიმუმ ორი ავტობუსის შემადგენლობით ჩიჩხიტურის მხრიდან იმ გზაზე, რომელიც სპეციალურად ამისთვის გაუყვანა აზერბაიჯანულმა მხარემ და რაშიც ხელი არავის, სამწუხაროდ, არ შეუშლია, ზუსტად იქ აპირებენ ხვალ აქტივისტები ამოსვლას ჩიჩხიტურის მონასტერზე და პროვოკაციის მოწყობას,“ - განაცხადა ქაცარავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42