"სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან" - ილია II
პოლიტიკა - 11:44, 27 May, 2019     1402

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა და ხელისუფლებას მოიყწოდა რომ ენიგრაციაში მყოფ ხალხს ხელი შეუწყონ, რათა ქვეყანაში დაბრუნება გაუადვილდეთ. პატრიარქმა ქართული დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი საქმიანობა იმოქმედებს ქვეყნის უვიზო მიმოსვლაზე.

„გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის სახელით. დღეს ჩვენს წინაშე დგას მნიშვნელოვანი საკითხი, რა მონაწილეობა უნდა მიიღონ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს განვითარებაში. უნდა ითქვას, რომ მათი მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მრავალი მეცნიერი, მრავალი ადამიანი ემსახურება საქართველოს და იმედია, რომ ეს მათი მოღვაწეობა იქნება მეტად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ არის უარყოფითი მხარეებიც. მრავალი ქართველო ადამიანი დღეს იმყოფება ციხეში ქურდობისთვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღმოიფხვრას ეს უარყოფითი მხარეები.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან. იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება.

გულითადად მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ქართველებს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიებს, ტაძრებს რომელიც ჩვენ გავხსენით უცხოეთში. ყოველ ეკლესიასთან არის შექმნილი საკვირაო სკოლა, სადაც ასწავლიან ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას, სადაც ასწავლიან ქართულ ტრადიციებს. მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ გავუადვილოთ ჩამოსვლა ქართველ ადამიანებს სამშობლოში."- განაცხადა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42