აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი თბილისში - დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან
პოლიტიკა - 20:58, 26 May, 2019     781
თბილისს, აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვივნენ.

კონგრესის თანამშრომლების დელეგაცია შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან, „ევროპული საქართველოს", „ნაციონალური მოძრაობის" და „საქართველოს პატრიოტების" წარმომადგენლებთან, ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსთან, გივი მიქანაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსთან,ნიკოლოზ სამხარაძესთან გამართავს.

დელეგაცია ასევე შეხვდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქეით ფერონთან.

კონგრესის თანამშრომლები ესტუმრებიან ვაზიანის სამხედრო ბაზასაც, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს შეხვდებიან.

ვიზიტის ფარგლებში, კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასა და სოფელ დიდ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ საზღვარს მოინახულებენ.

დელეგაცია, ასევე, რიჩარდ. გ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს დაათვალიერებს და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

დაგეგმილია შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ოფისის დირექტორთან, მაგდა მაღრაძესთან და ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასთან.

აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები საქართველოს კულტურულ ძეგლებს დაათვალიერებენ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.

დელეგაცია საქართველოს 1 ივნისს დატოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42