რესპუბლიკის ბაღში პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა
პოლიტიკა - 15:30, 26 May, 2019     593

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის ბაღში პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ძეგლი დარეჯან ბერეკაშვილის მიერ, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ მოტივებზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მემორიალით პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს ხსოვნას, პირველ რიგში პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა ხსოვნას, რომელიც არ შეეგუა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და იმ სიტუაციაში მოუწიათ ქვეყნის დატოვება, მაგრამ ქვეყნის გარედან მათ მიერ გაწეული საქმიანობა და ქმედებები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო მიმართული იქით, რომ ის დღე დამდგარიყო, რომელიც შემდგომ უკვე სხვა თაობებმა მოიტანა, მაგრამ, ფასდაუდებელია მათი წვლილი და დღეს, რომ საქართველო არის ისე ახლოს, როგორც არასდროს ევროპასთან, ეს სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

„ეს არის მართლაც საერო დღესასწაული, რომელსაც ყველა უნდა ვგრძნობდეთ, თუ რას ნიშნავს, იმიტომ რომ ეს დღე თუ დღეს შეგვიძლია რომ ესე თავისუფლად ვიზეიმოთ, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველზე, პირველი რესპუბლიკის ბაღში, ეს იმიტომ რომ მივაღწიეთ იმ დამოუკიდებლობას. ბევრი წლები იყო, როცა სიტყვები 26 მაისზე იყო აკრძალული და ბევრიო წლები იყო, როცა ბევრმა არ იცოდა, რას ნიშნავდა 26 მაისი“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ადგილზე იმყოფებოდა საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი, რომელმაც პოლიტიკური ემიგრანტების დამსახურების შესახებ ისაუბრა.

„ეს არის 70 წელი საქართველოს ისტორია, რომელმაც შეასრულა და წაიყვანა დამოუკიდებლობისკენ მუჭა პოლიტიკური ემიგრანტებისამ. მოვიხადეთ სიმბოლური ვალი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვიხდით რაც არის ჩვენი მომავლის ვალი, ჩვენი საქართველოს გაძლიერება, ეს არის ჩვენი მთავარი ვალი," - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42