26 მაისი ახალციხეში - სტუმრებს დაცული ტერიტორიების გაცნობის და ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ
პოლიტიკა - 13:38, 26 May, 2019     691

26 მაისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე იმართება.

ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

„26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა და მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს დღესასწაული. წელს, საზეიმო ღონისძიების კონცეფცია ცოდნის გაზიარებას ეფუძნება. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებას ამ შინაარსით ახორციელებს. კიდევ ერთხელ, მიდა მივულოცო ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, წინსვლა და წარმატება ვუსურვო ჩვენ ქვეყანას ",- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

26 მაისს, რაბათის ციხე რამდენიმე თემატურ ზონად - შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად არის დაყოფილი. მოწყობილია საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. სკოლის მოსწავლეები მართავენ პრეზენტაციებს თემაზე „საქართველოს დაცული ტერიტორიები".

ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დაჯილდოვდებიან ყველაზე სტაჟიანი, ნორჩი და პირველი ქალი რეინჯერები.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება.

საგამოფენო სივრცეში ქართული თეატრის, კინოსა და მუსიკის შესახებ ინსტალაციები და გამოფენება გაერთიანებული. ეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენები.

გასართობ სივრცეში ასევე განთავსებულია საბავშვო კუთხე, სადაც მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-შემეცნებითი გასართობი აქტივობები და სპორტული შეჯიბრებები იმართება

მთავარ სცენაზე კონცერტი მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობენ.

ზუსტად 17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42