ქ. შტუტგარდში გერმანიაში საქართველოს საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და ქ. შტუტგარტში არსებული ქართველმუსიკოსთა გაერთიანების Art Music Georgia/ს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და კულტურის საერთაშორისო დღე.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში, იტალიაში ესპანეთსა და აშშ/ში მოღვაწე ქართველმა არტისტებმა/ მუსიკოსებმა, ქ. ნიუ/ორკის ქართული კულტურულმა და საცეკვაო ანსამბლმაფესვებმა, პარიზის ქართული კულტურის ცენტრმა ლაზი, ანტვერპენის ქართული ცეკვის ანსამბლმა მედეა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაშიელგუჯა ხოკრიშვილმა. ელჩმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული დიასპორის ორგანიზაციების მნიშვნელოვან წვლილს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






