„თუ გაბედავს, მე შევხვდები“ - რატომ გააუქმა სოსო გოგაშვილმა მაჩალიკაშვილის ოჯახთან დაგეგმილი შეხვედრა
პოლიტიკა - 23:39, 25 May, 2019     818
სოსო გოგაშვილმა მაჩალიკაშვილის ოჯახს 2 კვირის წინ შეხვედრა შეუთვალა - ამის შესახებ განცხადება 19 წლის მოკლული თემრილან მაჩალიკაშვილის დედამ შაბათის კურიერის ეთერში განაცხადა. მედიკო მარგოშვილი გოგაშვილის შუამავლების დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გოგაშვილი მათ ოჯახს უთვლიდა, რომ თემირლანის მკვლელობის საქმეში ის უდანაშაულო იყო და შეეძლო ამის დასტურად ბიბლიასა და ყურანზე დაეფიცა.

მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ სპეცოპერაციი შემდეგ, დილით, თავად ნახა მან გოგაშვილი. მისი თქმით, სუს-ის მაღალჩინოსანი მან ფოტოზე ამოიცნო.

„ორი კვირის უკან გოგაშვილმა გამომიგზანა კაცი ხეობაში... მიზანი იყო, რომ თემირლანთან არ იყო დამნაშავე, ყურანზეც დავიფიცებ, ჩვენებური ბიბლიითაც, რომ არ ვარ თემირლანის საქმეში გარეული. მე ამ კაცს ავუხსენი, მე არ ვამბობ, რომ იმ ღამეს იყო გოგაშვილი, გოგაშვილი იყო დილის 10:00 საათისთვის, მე რომ მეზობლის კარიდან გამოვედი და ჩემი შვილის ნახვას ვითხოვდი, მომიახლოვდა და მითხრა ზუსტად. მე არავინ არ მარიგებს, ჩემთვის არავის უთქვია, რომ გოგაშვილი მეხსენებინა იმიტომ, რომ ეს კაცი მე თვითონ ამოვიცანი სურათიდან, ზუსტად ეს კაცი იყო იმ დილით მე რომ დამელაპარაკა... მე ვუთხარი იმ კაცს, ვინც მომიგზავნა, იქნებ, რაღაც სურათებში ვცდები, იქნებ, წელიწადნახევარი გავიდა, რაც ამ კაცს ვთხოვ, თუ დამნაშავეა, რაღა ახლა გაახსენდა, ჩამოსულიყო, იქ ოცნების სახლთანაც ვიყავით, რომ ჩამოსულიყო და დამენახვე მეთქი თუ არ ხარ დამნაშავე, არ ჩამოვიდა არც იქ, წელიწადნახევარი გავიდა, ვადანაშაულებთ ამ პიროვნებას,“ - განაცხადა მარგოშვილმა.

მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე დათანხმდა, თუმცა გოგაშვილი ოჯახს აღარ შეხვდა და პასუხად მიიღო, რომ შეხვედრა გაუქმებული იყო.

„თანახმა ვიყავი და ველოდებოდი ერთი კვირა, რომ პასუხი არ მივიღე, დავურეკე იმ კაცს, რატომ არ შემხვდა ეს პიროვნება, ჩვენი შეხვედრა გაუქმდაო, არ ვიცი, რის გულისთვის, ან რა მიზეზით. მაშინ მე იმ კაცს ვუთხარი, ახლა უფრო ზუსტად დავრწმუნდი, რომ ეს თვითონ არის დამნაშავე და იმაზე არ უნდა ჩემთან შეხვედრა,“ - განაცხადა მარგოშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახი ამბობს, რომ გოგაშვილი ვერ გაბედავს მათთან შეხვედრას.

"თქვენ როგორ გგონიათ, მაგის კაცობა აქვს მაგას, შემხვდეს? ის არ გაბედავს, რომ შემხვდეს, უიარაღოდ, შიშველ კაცს. არ გაბედავს, რომ შემხვდეს. თუ გაბედავს, მე შევხვდები,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42