"რაიმე კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე მოსაზრების დაფიქსირება მიზანშეწონილი არ იქნება“ - ნინო ნიჟარაძის ადვოკატი შეკითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვთ სასამართლო სისტემაზე
პოლიტიკა - 18:35, 25 May, 2019     755
რუსთავი2-ის ოფისში პარტნიორთა კრება დასრულდა. შეხვედრა სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, მოთხოვნით ჩაინიშნა.

კრებაზე რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ნინო ნიჟარაძეს ქართული სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიამ შეკითხვით მიმართა ადვოკატ გიორგი ყავლაშვილს, დაეფიქსირებინა მისი მარწმუნებლის მოსაზრება.

„რუსთავი2-ს, საზოგადოებას, რომლის წილის 9%-ს ფლობს თქვენი მარწმუნებელი, აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. ის გამოხატავს უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას ქართული სასამართლოს მიმართ. ეს დამოკიდებულება აისახა საერთაშორისო ანგარიშებში, რუსთავი2-ის საქმიდან გამომდინარე, თქვენ როგორც ამ საზოგადოების წილის მფლობელი, რა პოზიციაზე ხართ, იზიარებთ თუ არა საზოგადოების პოზიციას სრულად ქართული სასამართლოს შეფასების ნაწილში და ასევე იმ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს ამ დავასთან დაკავშირებით, რომ საქმე იყო ორკესტრირებული ხელისუფლების მიერ, რომ ხელისუფლების მიერ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და მისი დაკვეთით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნინო ნიჟარაძის პოზიცია მისმა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე მოსაზრების დაფიქსირება მიზანშეწონილი არ იქნება. საზოგადოებასა და ნიჟარაძის მხარის პოზიციებს შორის თანხვედრა არ არის.

„როდესაც ზოგადად მასშტაბი სასამართლოს სანდოობას ან უნდობლობას ეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მარწმუნებელიც და მეც ვფიქრობთ, რომ რაიმე კონკრეტული მტკიცებულებების ან შემაჯამებელი პოზიციების გარეშე ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების დაფიქსირება, მით უმეტეს როდესაც სარჩელი სასამართლო სისტემაში გვაქვს ჩვენ წარდგენილი, ვფიქრობთ, რომ ამაზე მიზანშეწონილი არ იქნება,“ - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42