პარტნიორთა კრება "რუსთავი2"-ის ოფისში - ნიკა გვარამიამ ნიჟარაძის მხარეს საგადასახადო დავალიანების დაფარვის პოლიტიკა გააცნო
პოლიტიკა - 18:25, 25 May, 2019     1537

რუსთავი2-ის ოფისში მიმდინარე პარტნიორთა კრება, რომელიც არხის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის - ნინო ნიჟარაძის, მოთხოვნით ჩაინიშნა, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

კრებაზე 3 საკითხი განიხილაეს, მათ შორის, ნიჟარაძის მოთხოვნა, რომელიც არხის მფლობელებს და მენეჯმენტს მისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და კომპენსაციას მოითხოვს.

დღის წესრიგის მიხედვით, ნინო ნიჟარაძის მხარე ითხოვდა საგადასახდო დავალიანების შესახებ არხის გენერალური დირექტორის ანგარიშს.

ნიკა გვარამიამ დეტალურად განმარტა, თუ როგორ ხდება დავალიანების დაფარვა.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, რუსთავი2 მის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის განმავლობაში რამდენიმე წელი იმყოფებოდა ორი არჩევანის წინაშე - ან ჰქონოდა არხს მაუწყებლობა ან დაეფარა მხოლოდ საგადასახადო დავალიანება. მისი განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიამ გააკეთა არჩევანი, რომ ჯერ შეუფერხებელი მაუწყებლობისთვის ყველანაირი პირობა შეექმნა, პარალელურად კი გადასახადი დაეფარა.

„კომპანიის მენეჯმენტმა პარტნიორების, ასე ვთქვათ, ძირითადი წილის მფლობელების თანამონაწილეობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხარჯები დაიფაროს შემდეგი პრიორიტეტულობით - ჯერ დაიფაროს ყველა ხარჯი, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობას, არა უბრალოდ მაუწყებლობას, არამედ გამართულ მაუწყებლობას და მაღალ რეიტინგს, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებს, არა მხოლოდ საინფორმაციო მაუწყებლობას, ასე ვთქვათ, არა მინიმალურ მაუწყებლობას, არამედ სრულფასოვან მაუწყებლობას და ამის შემდეგ უკვე გადავიდეთ გადასახადების გადახდის რეჟიმზე, ვინაიდან კომპანიას პრობლემები აქვს სხვაგვარად,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი2-ის ამ გადაწყვეტილებას ყველა პარტნიორი ეთანხმება, თუმცა, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ წარადგინა ნიკა გვარამიამ ანგარიში.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42