მძღოლები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა აპოლიტიკურია და ემიჯნებიან პოლიტიკურ მოწოდებებს.
დედაქალაქის მერის თქმით კი, არსებობს რეალური ტაქსის მძღოლები და ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეალურად "ლეიბორისტული პარტიის", ენმ-ს და "ევროპული საქართველოს" წევრებს წარმოადგენენ.
"არსებობენ რეალური ტაქსის მძღოლები, რომელთაც შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი და ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ მათთან, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ მათი მოთხოვნით.
ამავდროულად, არსებობენ მეორე - ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც არიან კონკრეტული პარტიების წევრები; ეს არის "ლეიბორისტული პარტია", "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო". მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის იმიტომ, რომ ის ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.
რაც შეეხება რეალურად ტაქსის მძღოლებს, მათთან მიმართებაში მთელი რიგი დათმობები განვახორციელეთ. მათ შორის, ის რომ მარჯვენა საჭიანებს 2021 წლამდე მივეცით შესაძლებლობა „ბე” (B) კატეგორიაში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, გადაღებვასთან დაკავშირებით იყო პრობლემები და აქაც შემოვიღეთ ფირის გადაკვრის შესაძლებლობა და უკვე ასამდე მძღოლმა ისარგებლა ამ სერვისით",- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები






