პარტიის ოფისში ალექსანდრე ბარამიძე, ბანერების ჩამოხსნას გამოეხმაურა და აცხდებს, რომ კანონი არ კრძალავს და სხვა პოლიტიკურ პარტიებსსაც ჰქონდა გამოფენილი ბანერები, პატრიოტთა ალიანს და ალეკო ელისაშვილს. ბლოკის წევრები მერიის ზედამხედველობის ამ ფაქტს მაჯორიტარი კანდიდატის შალვა შავგულიძის დისკრიმინაციად აფასაბენ. ბარამიძის განცხადებით ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა პირველ ტურში და შიში აქვთ, რომ შესაძლებელია მათმა კანდიდატმა წააგოს ეს არჩევნები.
„გუშინ ღამით შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის მიერ თბილისის ოთხ ქუჩაზე განთავსდა დიდი ბანერები შალვა შავგულიძის საარჩევნო რეკლამით. ამ დილით გაირკვა, რომ ამ ოთხივე ქუჩაზე ეს ბანერები სავარაუდოდ თბილისის მერიის სამსახურებმა მოხსნეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების და ასევე, საარჩევნო კანონდებლობის ძალიან უხეში დარღვევა. არ არსებობს ნორმა, რომელიც პირდაპირ კრძალავს ამგვარი ბანერების განთავსებას ვინმეს ნებართვის გარეშე. საარჩევნო კოდექსი, რომელიც ძირითადი ნორმატიული აქტია, რომელიც ამგვარი სააგიტაციო მასალების განთავსების წესს არეგულირებს, არ მიუთითებს, არ კრძალავს ხეებს ან სვეტებს შორის დიდი ბანერების განთავსებას. აქედან გამომდინარე, ეს მუნიციპალური ხელისუფლების მხრიდან იყო თვითნებური მოქმედება,“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
მისივე ინფორმაციით, არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში ასეთივე ბანერები სხვა საარჩევნო სუბიექტებსაც ჰქონდათ განთავსებული, თუმცა ისინი არავის ჩამოუხსნია.
„აქვე მინდა მივუთითო ისიც, რომ სხვა საარჩევნო სუბიექტს, ლევან იოსელიანს, მთაწმინდაზე გამოფენილი ჰქონდა ბანერი მისი და მისი თანამოაზრის, ალექსანდრე ელისაშვილის გამოსახულებით. მთელი პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში მისი ბანერები ისე იყო განთავსებული, არავის არ მოუხსნია. ასეთივე ტიპის ბანერები „პატრიოტთა ალიანსსაც“ ჰქონდა გამოფენილი მაგალითად, ვარაზის ხევში. მათი ბანერებიც არავის მოუხსნია. გამოდის, ვიღაცისთვის შეიძლება ასეთი ბანერების განთავსება, ჩვენთვის - არ შეიძლება, რაც ნიშნავს, რომ ეს დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა შალვა შავგულიძის და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიების მიმართ,“- განაცხადა ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






