"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
პოლიტიკა - 21:12, 24 May, 2019     15033
აღაიანში, დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა რამდენიმე წუთის წინ პოლიციის განყოფილებიდან გამოვიდა. მიხეილ დვალიშვილი საკუთარი სახლიდან სოფელ აღაიანიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.

მიხეილ დვალიშვილმა მკვლელობის საბედისწერო ღამესთან და კავშირებით გამოძიების კითხვებს უპსუხა. გამოძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმით არის დაინტერესებული, რომელიც ბავშვის დედასთან ქორწინებას ეხება.

20 წლის ახალგაზრდის ნათესავები მიიჩნევენ, რომ დვალიშვილი არ უნდა დააკავონ, რადგან ის უდანაშაულოა. მოკლული ჩვილის მამის ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახის შექმნის დროს მიხეილ დვალიშვილმა გოგოს რეალური ასაკი არ იცოდა, ხოლო როდესაც გაიგო, მაშინ 16 წლის გოგოს მშობლებმა ის უკან არ წაიყვანეს.

„მოიყვანეს ახლა მიშა და გვეუბნებიან, რომ უნდა დავკითხოთო და რამდენად რეალური იქნება, მარტო დაკითხავენ, უდანაშაულო ადამიანს დააკავებენ კიდეც, ეს ჩვენ არ ვიცით... მგონი, რომ არარეალურია ამის დაკავება. როგორც შვილმკვდარი მამა, როგორ უნდა დააკავონ, ჯერ ერთი. რეალურად არ მგონია, რომ დაკავების ღირსი იყოს ასეთი გამწარებული მამა,“ - ამბობს მიხეილ დვალიშვილის მამიდა, ნინო დვალიშვილი.

დვალიშვილიშვილის უდანაშაულობაზე საურობს მისი ნათლიაც .

„თვითონ ჩამოვიდა ეს გოგო თავიდან, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარო და თუკი არ შემიფარებ და არ წამიყვანო, თავს მოვიკლავო, ბავშვი იძულებული გახდა. არც ასაკი იცოდა, სხვათა შორის, სანამ მშობლები არ ჩამოვიდნენ და არ თქვეს, რომ პატარა იყო და არ შეიძლებოდა ჯერ გათხოვება და წასვლითაც, არც წაყვა და არც წაიყვანეს, მშობლებმაც არ იძალავეს. უდანაშაულოა ყველა ვარიანტში,“ - განაცხადა ელგა ოდოსაშვილმა.

7 თვის ჩვილის მამის მამიდა, ნონა დვალიშვილიც იმავეს ამბობს, რასაც დვალიშვილის ნ ნათლია. მისი მტკიცებით, ოჯახმა არასრულწლოვანი უკან არ წაიყვანა.

„ნამდვილად არ უნდა დააკავონ, ჯერ არ იცოდა რა ასაკის იყო. გამოექცა დედას, ამბობდა, რომ დედის გამო წამოვედი, მიშველეთ, თუ არა თავს მოვიკლავ და ამ ბავშვმა შეიფარა. მშობლები ჩამოვიდნენ, ასაკი კი გავიგეთ, მაგრამ არ გაჰყვა მშობლებს და არ უძალადიათ წაყვანა და მართლა მსხვერპლია მიშო,“ - განაცხადა ნონა დვალიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42