საქართველოს სახალხო დამცველი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა.
მაღაროელები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მანდატი სრულად არ გვაქვს ყველა იმ საკითხზე, რაზეც არის საუბარი, თუმცა, არის საკითხები, რასაც სახალხო დამცველი მიაქცევს ყურადღებას. პირველ რიგში, ეს არის შრომითი პირობები. ჩვენ შევისწავლით მათი სამუშაო საათების დ სამუშაო რეჟიმის სამართლიანობას და კანონიერებას იმიტომ, რომ დღეს რაც მოვისმინე, ის 12-საათიანი რეჟიმი, ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობ, რომ ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით აღიარებულ ვადებს, რაც დადგენილი არის მაქსიმუმ სამუშაო საათებად, მითუმეტეს, რომ მათ უწევთ ძალიან მძიმე, ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში მუშაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავინტერესდებით შრომის უსაფრთხოების საკითხებით, მოვისმინე, რომ კვებით უზრუნველყოფა არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში გაფიცულებისგან, თუმცა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად კომპანია" - აღნიშნა ომბუდსმენმა.
მასალის გამოყენების პირობები






