"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონპროექტი ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს" - ეკონომიკის სამინისტრო
პოლიტიკა - 17:31, 24 May, 2019     707

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და მათ შორის, კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ", რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს.

რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება კონკურენტული ბაზარი, მნიშვნელოვნად გაიზრდება მიწოდების უსაფრთხოება, მომხმარებელს კი შესაძლებლობა ექნება, ელექტროენერგია კონკურენტულ ფასად იმ მომწოდებლისგან შეიძინოს, რომელიც მას ყველაზე უკეთეს პირობებსა და მომსახურებას შესთავაზებს.

გარდა ამისა, რეფორმა შესაძლებლობას მისცემს მთავრობას, განსაზღვროს მომხმარებელთა ის კატეგორია (მცირე ბიზნესი და მოსახლეობა), რომელიც სატარიფო რეგულირებას დაექვემდებარება და მიმართოს იაფი ენერგია, პირველ რიგში, სწორედ ამ კატეგორიის მომხმარებელთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

რაც შეეხება რეფორმის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც ითვალისწინებს მიწოდებისა და განაწილების საქმიანობების გამიჯვნას, ის მიმართულია ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად და ვერც ეს გარემოება გახდება მომსახურების ტარიფის ზრდის გამომწვევი.

გარდა ამისა, რეფორმის შედეგად წარმოქმნილი კომპანიების სიმრავლე არ გამოიწვევს მათი ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას. ძირითადად, ეს იქნება დღევანდელი ენერგეტიკული კომპანიებში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც ცალკე იურიდიულ ერთეულებად გარდაიქმნება. არც ეს გარემოება არის მიმართული მომსახურების ტარიფის გაზრდის მიმართულებით. პირიქით, მიწოდების საქმიანობაში კონკურენციის განვითარება აუცილებლად გამოიწვევს მართვის ეფექტურობის ზრდას და ხარჯების ოპტიმიზაციას.

ამდენად, ენერგეტიკული რეფორმა ბაზარზე წარმოშობს კონკურენციას. ის კი, თავის მხრივ, იცავს მომხმარებელს, რომელიც მომსახურებას სხვადასხვა მიმწოდებლისგან და მისთვის ხელსაყრელი პირობებით მიიღებს" - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42