„შსს-ში მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, გადაიდგა ბევრი ნაბიჯი, შემუშავდა რისკის შეფასების ინსტრუმენტი" - ლონდა თოლორაია
პოლიტიკა - 15:02, 24 May, 2019     692

დღეს, პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აუდიტის ანგარიში „„ოჯახში ძალადობისგან დაცვასა და პრევენციის მექანიზმებზე“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ აუდიტის დასკვნის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში აუდიტის დასკვნაში ბევრი პოზიტივის შესახებ იყო აღნიშნული. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, გადაიდგა ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი, შემუშავდა რისკის შეფასების ინსტრუმენტი, გაიზარდა მომართვიანობა - რაც ასევე პოზიტივია, რადგან ადამიანებმა ამ თემაზე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი. ასევე, შემცირებულია ქალთა მკვლელობების რაოდენობა, თუმცა, აუდიტის სამსახურმა მოგვცა რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ამ პროცესის გაუმჯობესებას. ჩვენ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. ავიღეთ გარკვეული ვადა, რათა დავასრულოთ ეს პროცესები.

რეკომენდაციები ეხება აღრიცხვიანობის ბაზების მოწესრიგებას, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ასევე ეხება, მოძალადისა და მსხვერპლის განცალკევების საკითხის კიდევ უფრო კარგად დარეგულირებას - ეს საკითხი საკმაოდ რთული საკითხია. რეკომენდაცია არის ის, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, მოძალადე ყოველთვის გავიყვანოთ სახლიდან და მსხვერპლი დავტოვოთ სახლში, თუმცა ასე ხისტად ამ რეკომენდაციის განხორციელება პრაქტიკაში ვერ მოხდება, რადგან დამოკიდებული იქნება კონკრეტულ გარემოებებზე, მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რომელი იქნება უმჯობესი - გამოვიდეს მოძალადე და მან დატოვოს საცხოვრებელი, თუ მსხვერპლის თავშესაფარში გადაყვანა არის საჭირო.

არასრულწლოვნებთან მიმართებით კი პოზიტივია ის რომ, თავად არასრულწლოვნებმა, წინა წელთან შედარებით, აქტიურად დაიწყეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მომართვა. თუ წინა წლებში ეს მომართვიანობა იყო საკმაოდ დაბალი, წელს არის გაზრდილი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, არამარტო ბავშვების, არამედ მშობლების და ზოგადად ასეთი ტიპის დანაშაულებზე ოპერატიული რეაგირებისთვის. დამნაშავის დასჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს ინფორმაცია ჰქონდეთ დანაშაულის ჩადენიდან დაუყოვნებლივ, არა რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ, რაც ცხადია მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს ძალიან ართულებს.” - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42