"არც საქციელია ადეკვატური და არც განცხადებები" - დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი ხელისუფლების უმოქმედობაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 11:43, 24 May, 2019     935
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, კირიონი ხელისუფლებას არაადეკვატურ ქმედებებსა და განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სახელმწიფოს რეალურად ხელთ აქვს უამრავი ინსტრუმენტი, რომ დავით გარეჯში აზერბაიჯანელების მიერ დაწყებული სამუშაოები შეაჩეროს.

არქიმანდრიტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გააგებინოს, რომ დავით გარეჯი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ ტერიტორიაზე ბულდოზერებით მუშაობა არ შეიძლება.

„სრულ გაუგებრობაში ვართ, ეს პროცესი არ მოითხოვს მაინცდამაინც სამხედრო კონფლიქტებზე საუბარს. სახელმწიფოსგან არის უამრავი ინსტრუმენტი, რითაც შეიძლება ეს პროცესი შეაჩეროს, ანუ გააგებინოს საერთშორისო საზოგადოებას, რომ აზერბაიჯანი ყოველგვარ სტანდარტს არღვევს ურთიერთობის, რომ სასაზღვრო ზონაში ახორციელებს ამგვარ სამუშაოებს, რომ ეს არის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომ ამგვარი სამუშაოების წარმოება ამ ძეგლზე არ შეიძლება და ვანდალიზმია, არ შეიძლება ასევე მათი კანონმდებლობით შეიქმნა ამ მხარეს მუზეუმ ნაკრძალი, მუზეუმ ნაკრძალში როგორ შეიძლება ბულდოზერებით თხრა, თავის თავსაც ეწინააღმდეგებიან აზერბაიჯანელები ამ შემთხვევაში.

მე იმათი საკანონმდებლო დანაშაული არ მაინტერესებს, მაგრამ მე ჩვენს მხარეს ვიძახი, რომ ადეკვატური არ არის, არც საქციელია ადეკვატური და არც განცხადებებია ადეკვატური, რა თქმა უნდა,“-ამბობს მამა კირიონი "პირველ რადიოსთან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42