თიბისი არტ გალერეში მულტიმედია ხელოვნების პროექტის - „GAMMA" პრეზენტაცია შედგა
კულტურა - 10:58, 24 May, 2019     2184

თიბისი არტ გალერეაში, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ავტორობით, მულტიმედია ხელოვნების პროექტის - „GAMMA" პრეზენტაცია შედგა. გამოფენა ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.

„GAMMA" მულტიმედია ჯგუფის - „Skylab" სივრცით-სპეციფიური აუდივიოზუალური ინსტალაციაა, რომელიც ციფრულ მედიაში ადამიანის და სინათლის ინტერაქციას იკვლევს. ჯგუფში ახალგაზრდა ხელოვანები ნიკოლოზ კაპანაძე, მარიამ საშა და დიმიტრი შუბითიძე ერთიანდებიან.

ინსტალაცია ხელოვნების ნიმუშში სივრცის აღქმასა და სინათლის ასახვაზე დავით კაკაბაძის თეორიებს ავითარებს. კაკაბაძის მემკვიდრეობის კვლევითა და მისი კოდირებით მიღებული რეზულტატი, ახალ და უნიკალურ შედეგებს იძლევა. „GAMMA"-ს ციფრული არქიტექტურა სიბნელისა და სინათლის დაკავშირებით იგება, რომელშიც ზღვარი ტექნიკურად წარმოებულ სინათლესა და მომხმარებელს შორის ქრება. ამ გზით დამკვირვებლები, პროგრამა და ვიზუალური გამოცდილება ერთი საერთო სივრცის ნაწილები ხდებიან.

ინტერაქციის დრამატურგია კვანტური მექანიკის იდეებს ეფუძნება - დაკვირვება ცვლის ექსპერიმენტის შედეგს. რაც უფრო უახლოვდებიან დამთვალიერებლები ინსტალაციის უბნებს, მით უფრო მეტ გავლენას ახდენენ ხმაზე და პროექციებზე, რომლებიც მათ სტრუქტურებზეა დანათებული.

კამერები დამთვალიერებლების გარშემო სივრცეს აკვირდებიან და დამკვირვებლების გადანაწილებას უკეთებენ ანალიზს - რაც უფრო უახლოვდებიან ადამიანები უბნებს, ან რაც უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს მათ გარშემო, მით უფრო მკვეთრი ხდება მათზე გაშუქებული პროექციები და შესაბამისად, იზრდება დინამიკაც.

ინტერაქციული რეჟიმის გარდა, ინსტალაციას თვითმართვადი მდგომარეობაც გააჩნია. როდესაც დარბაზში არავინ იმყოფება ის „სიზმრის მდგომარეობაში" (sleep mode) გადადის და საკუთარ უბნებთან ურთიერთობს.

თიბისი არტ გალერეაში დავით კაკაბაძის საიუბლეო პროექტის ფარგლებში გამოცემული კატალოგის პრეზენტაციაც შედგა, რომელიც სამეცნიერო ჯგუფის კვლევებსა და ახალ ხედვებს გააერთიანებს. არატრადიციული კატალოგის მიზანია დავით კაკაბაძის, როგორც მკვლევარისა და მეცნიერის წარმოჩენა და საზოგადოებისათვის მისი შემოქმედების დღესდღეობით ნაკლებად ცნობილი მიმართულებების გაცნობა.

დავით კაკაბაძე საქართველოში და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო-აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს კი ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა. მან საქართველოში პირველმა დაიწყო ხელოვნების ნიმუშის წარმოებაზე საუბარი და ამ კონტექსტში აბსტრაქტული ტილოები, კოლაჟები და სტალინის სამგანზომილებიანი (3D) ლაითარტი შექმნა.

დავით კაკაბაძე ქართველ მოდერნისტ მხატვრებში პირველი შეეცადა აეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშები და მათგან ახალი შემოქმედებითი პატერნები ეწარმოებინა. ის დაინტერესებული იყო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებით, ეთნოგრაფიით, რენესანსით, ჩინური და იაპონური ხელოვნებით, კუბიზმით, ფუტურიზმითა და სხვა მიმდინარეობებით. მისი მსოფლმხედველობა ტრადიციასა და ახალ ინფორმაციას ერთ კონტექსტში უყრიდა თავს. აღმოსავლური და დასავლური ღირებულებების გაერთიანებით, მან უნიკალური ქართული ნიმუშები შექმნა. სწორედ ამიტომ, კაკაბაძის მემკვიდრეობა დღესაც, გლობალურ კულტურაში, თანამედროვე ადამიანის ორიენტირს წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42