„როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები არის კარგი, ამას ვასაბუთებთ ციფრებით. ზედიზედ 3 წელია მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2017 წელთან შედარებით განახევრდა. ასევე, 3 წელია ზედიზედ ექსპორტი იზრდება.
აპრილის მონაცემებით, 30% იანი ზრდა იყო. პარალელურად, ტარდება დედოლარიზაციის ღონისძიებები. დოლარზე დამოკიდებულება ალბათ, სრულად არ გაქრება, მაგრამ ეს ტენდენციები რომ გაგრძელდეს, ჩვენ უფრო დაცულები ვიქნებით ყველა ტიპის რყევისგან.
მოკლევადიანი რყევები ზოგადად ახასიათებს განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც. არაფრი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მას პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მაგ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად.
არანაირი ბიზნესი არ კოტრდება, პირიქით ეკონომიკა იზრდება. საქართველო ყველაზე დიდ მდგრადობას აჩვენებს რეგიონში ყველა სხვა ვალუტასთან შედარებით. ისეთ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში, როგორიც არის აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ა.შ. ნახეთ ვალუტის კურსს რა მოსდიოდა. შესაბამისად, მოკლევადიანი რყევები რაღაცა პერიოდულობით ყოველთვის არსებობდა და ალბათ, იარსებებს. ამის წამალი არის ზუსტად დედოლარიზაცია, სწორი ეკონომიკური მაკრო და ფისკალური პოლიტიკა,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






