პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გადადგას.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას თუ ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი, სიმართლე გითხრათ ამ განცხადების პოლიტიკური შინაარსი მე ვერ გავიგე, ამიტომ ცოტა ზედმეტია ამის კომენტირება. ბუნებრივია, რომ ნებისმიერი დიალოგი რუსეთთან უნდა დავიწყოთ ერთადერთი მოთხოვნით, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მან გაიყვანოს ჯარი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპულ საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, დიალოგისთვის პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას და ეს დიალოგი უნდა შეეხებოდეს დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.
"მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილის პრობლემა ის არის, რომ ის არაერთხელ გამოსულა სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი განცხადებებით, როცა თუნდაც რამდენიმე კვირის წინ მან თქვა, რომ არ უნდა განთავსდეს ამერიკის ბაზები საქართველოში. ეს კი არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ რომც იდგეს საქართველოს პრეზიდენტი ასეთ რაღაცას რატომ უნდა ამბობდეს. ან როცა იგი თავს დაესხა ნატოს წვრთნებს საქართველოში. მრავალი განცხადება არსებობს მისი მხრიდან, რომელიც აზიანებს საქართველოს ინტერესებს,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






