მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია კომპანია AiCar-ის საქმიანი რეპუტაციის შელახვას ემსახურება
პოლიტიკა - 14:51, 23 May, 2019     743
„კომპანია AiCar 2018 წლიდან საქმიანობს. კომპანიის სადამფუძნებლო სტრუქტურა და რეგისტრაციის მონაცემები არის ღია, გამჭვირვალე ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე. ამდენად, სრული სიცრუეა „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს AiCar რუსული კომპანიაა. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას: AiCar მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრომობილებით მომსახურებას, სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

AiCar-ის პარტნიორები და მომწოდებლები არიან ამ სფეროში წარმატებული კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორისაა გერმანია, უკრაინა და იაპონია. ამჟამად აპლიკაცია მუშაობს სატესტო რეჟიმში, რაც შეეხება აპლიკაციაში რეგისტრაციისას შეყვანილი პირადი მონაცემების დაცულობას - სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი კომპანიის სერვერები, სადაც ხდება მომხმარებლების მონაცემთა ბაზების შენახვა, მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე. სერვერები იმყოფება 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ და ხელმისაწვდომი არ არის არავითარი მესამე მხარისთვის, მით უფრო - რუსეთისთვის, როგორც ამას ზემოხსენებული მედიასაშუალება აცხადებს.

კომპანია AiCar მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, კომპანიის საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, კომპანია AiCar-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ფეისბუქმომხმარებელი უჩა აბაშიძე წერდა, რომ აპლიკაცია პირად მონაცემების და საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს, მსგავსი მონაცემების ოკუპანტი ქვეყნის სერვერებზე განთავსება კი საფრთხის შემცველია. აღნიშნული სერვისის და აპლიკაციის რეკლამირებაში აქტიურად არის ჩართული დედაქალაქის მერი კახა კალაძე და თავის ერთ-ერთ მიღწევად მიიჩნევს. დედაქალაქის მერმა მედიასთან კომენტირებისას განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველა კომპანიას მიესალმება, რომელიც საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42