თსუ-ში ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
პოლიტიკა - 14:51, 23 May, 2019     583

ამერიკელი ასტრონავტების ნილ არმსტრონგის და ბაზ ოლდრინის მთვარეზე გადასხდომის 50 წლისთავის აღსანიშნავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს მიეძღვნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოში აშშ ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფ რენო, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის მთვარეზე დაშვება იყო ცივილიზაციის განვითარებაში ერთ-ერთი ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. დღევანდელ კონფერენციაზე ბევრი კვლევა და მოხსენებაა წარმოდგენილი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობათა ჭრილში, ამერიკული დემოკრატიის მაგალითები,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც განსაკუთრებით აღნიშნა კონფერენციაში ახალგაზრდების მონაწილეობა.

ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორია საქართველოში აშშ საელჩო. ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ჯეფ რენოს თქმით, კონფერენცია ქართველებს ამერიკის შეერთებული შტატების უკეთ გაცნობაში ეხმარება. „მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიების ნაწილი ვართ. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეოცედ ხდება. მთვარეზე დაშვებიდან 50 წელი განსაკუთრებული თარიღია. კონფერენციაზე ძალიან საინტერესო თემები განიხილეს,“ - აღნიშნა ჯეფ რენომ.

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვასილ კაჭარავას ინფორმაციით, კონფერენციაზე 140-მდე მოხსენებაა წარმოდგენილი. „ძალიან მნიშვნელოვანი, საიუბილეო კონფერენციაა. რასაკვირველია, ყურადღება ჩვენს სამეცნიერო საქმიანობაზე გამახვილდა- რა გამოვაქვეყნეთ, რას ვაპირებთ. მცირე ანგარიშს ჩავაბარებთ ჩვენი საქმიანობის შესახებ. ძალიან საინტერესო გზავნილები გვაქვს,“ - განაცხადა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ვასილ კაჭარავამ.

ამერიკისმცოდნეობის მე-20 ყოველწლიური კონფერენცია 25 მაისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42