დევრიშაძის სკანდალი - რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტი საქართველოს ბიუჯეტიდან კვლავ ათასობით ლარს იღებს
პოლიტიკა - 13:23, 23 May, 2019     2366
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებდა და აღწერდა, როგორ გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი საქართველოს ბიუჯეტიდან კვლავ ათასობით ლარს იღებს.

საუბარია, პეტრე დევრიშაძეზე, რომელთან დაკავშირებული სკანდალი ერთი წლის წინ გასკდა, როცა გაირკვა, რომ ჯაშუშობისთვის გასამართლებული დევრიშაძე ქართულ ჯარს ამარაგებდა.

ჟურნალისტმა გამომძიებლებმა მაშინ გამოიძიეს, რომ დევრიშაძის კომპანიამ ყველაზე დიდი შეკვეთები მას შემდეგ მიიღო, რაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახდა.

დიდი სკანდალის შემდეგ, თავადაცვის მინისტრმა და პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნებიდან აღიარეს, რომ უხერხულობას გრძნობდნენ და კანონის ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნვა დაიწყეს.

„მთელი ამბავი ელისო ჯარიაშვილისგან“ კი ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულიც კი არ არის.

თემით დაინტერესებული ჟურნალისტები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გადაამისამართა, ამ უკანასკნელმა კი საკითხის გარკვევა მედიას თავდაცვის სამინისტრში ურჩია.

ამასობაში კი გაირკვა, რომ დევრიშაძის კომოპანიები სახელმწიფო ტენდერებში ისევ მონაწილეობს და იმარჯვებს კიდეც.

თბილისის მერიას დაქვემდებარებულმა შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გასული წლის 29 ნოემბერს, „გლობალ თრეიდ გრუპს“ ხელშეკრულება გაუფორმა. ამავე კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც. დოკუმენტი 2018 წლის 11 ოქტომბრით თარიღდება.

„მთელი ამბავი ელისო ჯარიაშვილისგან“ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირის კომპანია კვლავ იღებს მონაწილეობას და იმარჯვებს სუს-ის, თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში. აღსანიშნავია, რომ ძალოვანი უწყებების შემთხვევაში დევრიშაძესთან საბოლოო ხელშეკრულება არ ფორმდება, თუმცა ჟურნალისტური გამოძიების ავტორები მიანიშნებენ, რომ სახელმწიფოს საკითხის მიმართ ერთიანი მიდგომა არ გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურამ რუსულ კომპანიებთან 213 ხელშეკრულება გააფორმა. აქიდან 43 პირდაპირი შერჩევის გზით - კონკურსის გარეშე.

საბოლოო ჯამში, რუსული წარმომავლობის კომპანიებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 159 მილიონი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42