"იმედიდან" მაია სტეფნაძის გათავისუფლების საქმე და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი - მამუკა ჩიქოვანის კითხვა კობა გვენეტაძეს
პოლიტიკა - 17:42, 22 May, 2019     633
საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მამუკა ჩიქოვანმა პარლამენტის რეგლამენით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სადეპუტატო შეკითხვით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.

როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი პროდიუსერის, მაია სტეფნაძის განცხადებით გახდა ცნობილი, ის სამსახურიდან გაათავისუფლა „იმედის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ამასთანავე არის სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი.

დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი ეროვნული ბანკისგან ითხოვდა განმარტებას, არის თუ არა აღნიშნული ფაქტი კომერციული ბანკების საქმინობის შესახებ კანონით განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმებთან თავსებადი და სახეზეა თუ არა ინტერესთა კონფლიქტი.

საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა თანამდებობა დატოვა. შესაბამისად, დეპუტატი ეროვნული ბანკისგან ითხოვდა პასუხს, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში რა სანქციები დაუწესდება „ლიბერთი ბანკს“ და მის გენერალურ დირექტორს.

სადეპუტატო შეკითხვაზე მიღებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პასუხის მიხედვით ირკვევა, რომ კომერციული ბანკის დირექტორი არ უნდა იყოს ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან აუდიტის კომიტეტის წევრი ან/და სხვა კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან/და სხვა საწარმოს ადმინისტრატორი.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს საზედამხედველო მსჯელობის საკითხს, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილების გათვალისწინებით, განეკუთვნება კონფიდენციალურ ინფორმაციას.

ეროვნული ბანკი აცნობებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრს, მამუკა ჩიქოვანს, რომ დეპუტატის მიერ წარმოდგენილი წერილის და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42