აკაკი საღირაშვილმა BSEC-ის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 17:28, 22 May, 2019     688

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა არაფორმალური შეხვედრაში, რომელიც 2019 წლის 22 მაისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მიმდინარე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სამიტის ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის წრიული მაგისტრალისა და საზღვაო მარშრუტების განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის საავტომობილო გადაზიდვებისა და ვაჭრობის ხელშეწყობისთვის BSEC - ის სანებართვო სისტემის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მისი შემდგომი განვითარების საკითხი და ნებართვების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა. როგორც აღინიშნა, ქართველი გადამზიდველები აქტიურად იყენებენ BSEC - ის ნებართვებს, 2019 წლისთვის ქართული მხარისთვის გამოყოფილი 1000 ერთეული ნებართვა უკვე სრულად იქნა ათვისებული.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო პოტენციალსა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აკაკი საღირაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42