კორუფცია, ნეპოტიზმი, ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება - "ჩეთემ ჰაუსის" უმწვავესი ანგარიში
პოლიტიკა - 12:28, 22 May, 2019     1364
"ჩეთემ ჰაუსის" უმწვავესი ანგარიში - დოკუმენტში საუბარია საქართველოში კორუფციის, ნეპოტიზმის, ბიძინა ივანიშვილის და მისი კლანის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდებაზე.


კვლევის დახურულ განხილვაზე მიწვეულები იყვნენ ექსპერტები, ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროპული საბჭოს წარმომადგენლები და მრჩეველი. მათ „ჩეთემ ჰაუსის“ ანალიტიკოსმა, კრისტინა გერასიმოვმა წარუდგინა კვლევა, თუ როგორ შეიცვალა და განახლდა პოლიტიკური ელიტები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე განხილულია ე.წ. ძველი გვარდიის მმართველობის სტილი, რომელმაც ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ გამქრალი კორუფცია და ნეპოტიზმი ისევ უკან დააბრუნა.

"ჩეთმ ჰაუსის" დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა აქტიურად იყენებს კონტროლირებად მედიას, ოპონენტების წინააღმდეგ პროპაგანდის და ყალბი ახალი ამბებისთვის.

კვლევის ავტორი ამბობს, რომ, როცა ქვეყნის მმართველი საკუთარ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს, ეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და მთლიანად ქვეყანას უკიდურესად ასუსტებს.

„მედია მონოპოლია ძველი გვარდიისთვის ჩვეულებრივი აქტივია. ქვეყნის მედიაზე დომინირება საშუალებას აძლევთ მათ საკუთარი პოლიტიკური ნარატივი წინა პლანზე დააყენონ და ძირი გამოითხარონ ოპონენტებს ტრადიციული პროპაგანდით და ყალბი ახალი ამბებითაც კი. საქართველოში ივანიშვილი მნიშვნელოვან მედია აქტივებს ფლობს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიხედვით, რთულია მედია ორგანიზაციების ჩათვლით ყველა ბიზნესის დადგენა, რომელიც ყოფილ პრემიერს და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნით, რადგან ხშირ შემთხვევაში ეკუთვნით ოფშორულ იურიდიულ პირებს და მართავენ ნომინალური დირექტორები ან ნათესავები, ეროგორიც მაგალითად ყოფილი პრემიერის დისშვილი კობა კობიაშვილია. მოლდოვაში, პრეზიდენტი დოდონი და ვლადიმერ პლახოტნიუკი აკონტროლებენ ქვეყნის მედიას, უკრაინაში ტელერადიო და ბეჭდური მედიის დიდი ნაწილი 6 პირის ხელშია. მაგნატები, მათ შორის პეტრო პოროშენკო, იგორ კოლომოისკი, დიმიტრი ფირტაში, ვიქტორ პინჩუკი და რინატ ახმეტოვი, უკრაინაში 10 ყველაზე პოპულარულ ტელეარხს ფლობენ, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური პარტიების ან კანდიდატების სასარგებლოდ განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42