გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ბრიტანელ სტუმრებს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე ესაუბრნენ. სტუმრები დაინტერესდნენ კონტრაბანდის, ყალბი ფულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის გამოვლენა - აღკვეთის და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების გამოძიების კონკრეტული მიმართულებით. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საგამოძიებო უწყების ეფექტიანი და წარმატებული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის პრაქტიკულ მიმართულებებზე და გამოძიების პროცესში სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფინანსო - ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კოლეგა უწყებებს შორის არსებულ შედეგიან თანამშრომლობას. ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის გაღრმავების, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთხელშეწყობის მიზნით, ბრიტანელ და ქართველ კოლეგებს შორის კვლავ დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
მასალის გამოყენების პირობები






