გარდაიცვალა "ფორმულა 1"-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა
სპორტი - 18:41, 21 May, 2019     2650
70 წლის ასაკში, საკუთარ ოჯახში, გარდაიცვალა "ფორმულა 1"-ის ლეგენდა, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ავსტრიელი მრბოლელი ნიკი ლაუდა.

ცნობილი სპოტრსმენის ოჯახს უკვე მიუსამძიმრეს "ფერარისა" და "მაკლარენის" გუნდების წარმომადგენლებმა, რომელთა ბოლიდებითაც მიაღწია ლაუდამ გამარჯვებას.

ნიკი ლაუდა მსოფლიო ჩემპიონი 1975, 78 წლებში (ფერარი) და 1984 წელს (მაკლარენი) გახდა.

"ფერარის" გუნდში იგი 1974 წელს მივიდა და მსოფლიო ჩემპიონი მეორე წელსვე გახდა. მას შედეგის მიღწევა 1976 წელსაც შეეძლო, მაგრამ, 76 წელს, გერმანიაში, ცნობილ "ჩრდილოეთ მარყუჟის" ტრასაზე, რომელიც ასევე "მწვანე ჯოჯოხეთის" სახელითაც იცნობენ, მას ავტოავარია მოუვიდა - მეორე წრეზე ლაუდას მანქანა ტრასას მოწყდა, მესერს შეეჯახა, ცეცხლი მოეკიდა და ისევ ტრასაზე დაბრუნდა, სადაც მას უკან მომავალი ბოლიდი შეეჯახა. ლაუდა ნამხვრევებს შორის გაიჭედა, ამასთან, მას შლემი მოსძვრა და თავის სერიოზული დამჭვრობა მიიღო.

ლაუდა სიკვდილს ფაქტიურად შეჯიბრის მონაწილეებმა გადაარჩინეს, რომლებაც ავადიის შემდეგ საკუთარი ავტომობილები გააჩერეს და კოლეგას დაეხმარენ. საავადმყოფოში ლაუდა კომაში ჩავარდა და ექიმებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათმის გადასარჩენად.

ამ ავარიის შედეგად ლაუდამ თვალი დაიზიანა, რის გამოც 1976-77 წლები უტიტულოდ დაასრულა. 1977 წელს იგი შუა რბოლიდან თავისი ნებით გამოვიდა, რადგან წვიმის გამო მან ტრასის დანახვა ვერ შესძლო.

მიუხედავად ამისა, ლაუდა მომავალ 1978 წელს მაინც გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან "ფორმულა 1"-ს თავს ანებებდა. მაგრამ 1982 წელს "მაკლარენის" თხოვნით იგი რბოლებს დაუბრუნდა და 1984-ში მესამე წარმატებასაც მიაღწია.

საბოლოდ სპორტს ნიკი ლაუდა 1986 წელს ჩამოშორდა და საავიაციო ბიზნესს მიჰყო ხელი. მას ორი კომპანია ჰქონდა - Lauda Air-ი, რომელიც 2000-იან წლებშ გაყიდა და Niki, რომელიც 2017 წელს გაკოტრდა. აღსანიშნავია, რომ თავიდან ლაუდა თავად ასრულებდა Lauda Air-ში რეისებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42