ჩანგელიამ საპატირმო მას შემდეგ დატოვა, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ირაკლი ჩანგელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან არ უსვრია.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო მუხლის გადაკვალიფიცირება, რადგან ადგილი ჰქონდა ოპოზიციის დამკვირვებელზეფსიქოლოგიურ ზეწოლას.
„ზოია ქვარცხავამ გასაგებად მისცა ჩვენება, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა და მუქარა იმიტომ, რომ პირველად, როდესაც ეს ორი მანქანა გაჩერდა, იარაღი დაუმიზნეს ჩვენს დამკვირვებელს და ამის შემდეგ გაისროლეს ჰაერში. სწორედ ეს იყო ძალადობა და მასზე განხორციელებული მუქარა. როგორც კი გაირკვა, თუ გაირკვა, რომ ეს იარაღი არ განეკუთვნება, ვთქვათ, ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას, მაშინ აუცილებლად უნდა მომხდარიყო გადაკვალიფიცირება მუხლის. მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ეს ადამიანები მოქმედებდნენ დავალებით, რომ დაეშინებინათ ეს ქალი იმიტომ, რომ ზოიამ მოიპოვა ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დარღვევების შესახებ და წარმოადგენდა დამკვირვებელს სწორედ გაერთიანებული ოპოზიციიდან,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






