"ევროპულ საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ კვლევაზე საუბრობს.
როგორც ბოკერიამ განაცხადა, მთავარია საზოგადოებამ ის უკმაყოფილება, რომელიც ხელისუფლების მიმართ აქვს, საარჩევნო ბიულეტენებზე გადაიტანოს.
„პერსონები შეიძლება იყვნენ არაპოპულარულები. ნებისმიერი მთავრობაში. ან სწორი ან არასწორი მიზეზით იყვნენ არ მოწონების საგანი. მაგრა საქმე იმაშია რომ ინსტიტუციებს ეს არ უნდა ეხებოდეს. შეიძლება შს მინისტრი იყოს არაპოპულარული ადრე, დღეს, ხვალ მაგრამ პოლიციის მიმართ დამოკიდებულებას ეს არ უნდა შეეხოს. და ეს ზიანი რომელიც ამ ხალხს მოაქვს, ივანიშვილის გუნდს და მას პირველ რიგში, გრძელვადიანი ზიანია ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის. როცა ორი მესამედი თითქმის თვლის, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს ეს არის პოლიტიკური განაჩენი" - აღნიშნა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






