ხაჯიმბას თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სტაბილურობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად.
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მეორე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ცვლილებას და ივლისის თვიდან შემოდგომაზე გადატანას ითხოვენ. თარიღის ცვლილება ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. ბჟანია, რომელიც ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო ხელისუფლების მთავარ კონკურენტად ითვლება, ერთი თვის იქნა ჰოსპიტალიზებული, მას ვერცხლისწყლით მოწამვლა დაუდგინდა. ოპოზიცია პოლიტიკურ ტერორზე საუბრობს და ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომაროების მიუხედავად არჩევნებში მის კანდიდატურის წამოყენებას მაინც აპირებს. გუშინ დე ფაქტო პარლამენტმა თარიღის ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო და არჩევნები თარიღად ისევ 21 ივლისი დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






