„ჯერ არ გავცნობილვარ NDI-ის შედეგებს, მაგრამ გავეცნობი აუცილებლად. თუ 45%-ს არ სმენია ფინანსთა მინისტრის შესახებ, ეს არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია. არაა აუცილებელი, რომ ფინანსთა მინისტრი იცოდეს ყველამ, ის არაა როკ-ვარსკვლავი.
ჩვენს საქმეს წყნარად ვაკეთებთ. მთავარია, რომ ქვეყნის ფისკალური და მაკროეკონომიკური განვითარება, არ შეჩერდეს რეფორმები და შევინარჩუნოთ მდგრადი განვითარება. ჩვენი მაჩვენებლები არ არის ცუდი და ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწყებული სავალუტო ფონდით, მსოფლიო ბანკით და ასე შემდეგ. არ განვმეორდები იმაზე, რამდენად წინ წავიწიეთ რეიტინგებში, რომ ჩვენი საკრედიტო რეიტინგიც გაუმჯობესდა, რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა დიდი ალბათობით ჩვენ გვექნება და ეს სავალუტო ფონდმა თავის რეპორტში გამოაქვეყნა. შესაბამისად, ამ ნაწილში არის პროგრესი, მაგრამ არ არის საკმარისი. საკმაოდ დაბალ ნიშნულზე ვართ და ის პროგრესი, რომელიც არის, ბოლომდე ვერ მიდის ალბათ თითოეულ მოქალაქემდე, ამიტომ არის უფრო მეტი ზრდა საჭირო“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
NDI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 8 პროცენტს, ხოლო 45 პროცენტს მის შესახებ საერთოთ არ სმენია.
მასალის გამოყენების პირობები






