"სააკაშვილის მესამე ადგილი არის უკვე ზღაპარი" - კობახიძეს NDI-ის კვლევის შედეგების არ სჯერა
პოლიტიკა - 13:18, 21 May, 2019     1168
პარლაენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. კობახიძეს არ სჯერა კვლევის შედეგების იმ ნაწილის, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი ისევ მაღალია და ხალხი მის მიმართ დადებით შეფასებას აფიქსირებს.
როგორც უმაღლესი კანონმდებელი მიიჩნევს, მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა არჩევნებია და როგორც ის ამბობს, 19 მაისის შედეგების თანახმად საზოგადოებაში „ქართლი ოცნება“ ლიდერობს.

„ამ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ამომრჩევლის 61% მხარდაჭერა. ყოველთვის არის ხოლმე აცდენილი გარკვეული რეიტინგები არჩევნების შედეგებს. ამას რა მიზეზი აქვს, არ ვიცი. ფაქტი არის ერთი, მთავარი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არჩევნების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ აქვს 61%-იანი მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში 12%-მა დაადასტურა „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან მაღალი მხარდაჭერა. რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, სააკაშვილის მესამე ადგილი არის უკვე ზღაპარი. ეს კარგად იხილეთ ამ არჩევნებში. პასუხი გაეცა მიხეილ სააკაშვილს მკაფიოდ. მისი მეუღლე იღებდა ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას, დაფიქსირდა მოსახლეობის განწყობა. 43% არ იყო ამ კუთხით გასაკვირი, თუმცა ვხედავთ, რომ უკვე რღვევის პირას არის ეს პარტია და მათთვის 43% შეიძლება გახდეს საოცნებო, რაც მიიღეს ზუგდიდში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42