ამასთან, კითხვაზე უნდა ქონდეს თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს გავლენა, 22% თვლის, რომ დიდი გავლენა უნდა ქონდეს, 24% მიიჩნევს, რომ მცირე გავლენა, 39 % ამბობს, რომ არ უნდა ჰქონდეს გავლენა, 14%-მა არ იცის.
2018 წელთან შედარებით ეკლესიის საქმიანობის დადებითი შეფასება 5%-ითაა გაზრდილი.
აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.


მასალის გამოყენების პირობები






