"გამარჯვება ახლოსაა, საჭიროა ენერგიული მოქმედება, ახლა გაჩერების დროს არ არის" - სააკაშვილის მიმართვა (ვიდეო)
პოლიტიკა - 21:29, 20 May, 2019     1105

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით საქართველოში ჩატარებული არჩევნები მას 2004 წელს აჭარაში ჩატარებულ არჩევნებს ახსენებს, თავად ივანიშვილი კი ასლან აბაშიძეს. სააკაშვილი ივანიშვილს სწორედ ასლან აბაშიძის მომავალს უწინასწარმეტყველებს:

"ივანიშვილმა გუშინ რეალურად დიდი დარტყმა მიიღო. ეს იცით რას მახსენებს ისტორიულად?- 2004 წლის მარტში საქართველოში ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები. მაშინ მე ვიყავი ახალარჩეული პრეზიდენტი, ძალიან პოპულარული, მათ შორის აჭარაშიც ძალიან პოპულარული. და, რა მოხდა?! - აჭარაში, სადაც ჩავიყვანეთ მრავალი ათასი დამკვირვებელი, სახელისუფლებო ბერკეტების ნაწილი იყო ჩვენს ხელში, ასლან აბაშიძემ მოგვიგო არჩევნები, ჩაიწერა ისეთივე მოგება, როგორიც დაახლოებით ივანიშვილმა ჩაიწერა გუშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. ზუსტად ორ თვეში გამოვიდა იქ ხალხი და აბაშიძე დაამხო. აი, ეს არის ისტორიის გაკვეთილები. ერთი ერთზე ჰგავს ივანიშვილი აბაშიძეს. პრაქტიკულად მან დაამყარა ასლანიზმი საქართველოს მასშტაბით. გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ამას ვამბობ ადამიანი, ვისაც აქვს გამარჯვების გამოცდილებაც და მარცხის გამოცდილებაც. ვგრძნობ, რომ ახლოს არის გამარჯვება. ამიტომ ახლა საჭიროა ენერგიული მოქმედება, ახლა გაჩერების დრო არ არის. ახლა ერთი წამით არ არის ხელების ჩამოშვების დრო და საერთოდ დანებებაზე ფიქრის დროც კი. ახლა უნდა წავიდეთ წინ და მოდი ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ. თუ ვინმეს შეუძლია ჩვენზე წინ უფრო სწრაფად წასვლა წავიდეს ის და გავყვებით ჩვენ, თუ არ უნდა ჯერ წინ წასვლა ჩვენ ნუ შეგვიშლიან ხელს, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ. ერთ რამეში ვეთანხმები სანდრას - ახლა მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ შეტევა, შეტევა შუშის სასახლეზე, სანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა არ მოშორდება საქართველოს, არჩევნების ჩატარება ნორმალურად არ გამოვა და რა თქმა უნდა, ხელისუფლება საბოლოოდ უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, მაგრამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ივანიშვილის სისტემის მორყევა, იმიტომ რომ ჩრდილოვან სისტემაში არაფორმალურ სისტემაში,ფორმალურად, ვერ ჩაატარებს სწორად არჩევნებს“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42