„რუსთავი 2"-ის 9 %-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე არაუფლებამოსილია დავა დაიწყოს - საია-ს დასკვნა
პოლიტიკა - 20:14, 20 May, 2019     912
„რუსთავი 2"-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი არაუფლებამოსილია დავა დაიწყოს - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ნინო ნიჟარაძის სარჩელი შეისწავლა. იურისტები ამბობენ, რომ სამაუწყებლო კომპანიის პირველი დავისგან დამოუკიდებლად ახალ საქმეზე მსჯელობა წარმოუდგენელია. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამდე ახალი დავის განხილვა ვერ მოხდება.


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2015-2017 წლებში „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვის პროცესი თავიდანვე აჩენდა კითხვებს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და ცალსახად ტოვებდა აღქმას, რომ ამ საქმის შედეგთან მიმართებით არსებობდა ხელისუფლების დაინტერესება. დასკვნის თანახმად, მიუხედავად ამისა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რომლის თანახმად, ნინო ნიჟარაძე არ წარმოადგენს „რუსთავი 2"-ის წილის მესაკუთრეს.

საია-ში ამბობენ, რომ იურიდიული ვითარებიდან გამომდინარე, ახალ დავაზე სამართლებრივად გამართული მსჯელობა წარმოუდგენელია. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ნიჟარაძეს სარჩელში არასაკმარისი მტკიცებულებები აქვს მოყვანილი იმს დასადასტურებლად, რომ პარტნიორებმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ ტელევიზიას ფინანსური ზიანი მიადგა. საია სასამართლოს მიმართავს, რომ დავა შეწყდეს.

„ეს სარჩელი საერთოდ არ უნდა განიხილოს სასამართლომ, გამომდინარე იქიდან, რომ რა რეალობაც არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერებასთან დაკავშირებით გამოტანილი, ნინო ნიჟარაძე არ შეიძლება, რომ პარტნიორად და სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირად მივიჩნიოთ. შესაბამისად, ეს სარჩელი სასამართლომ საერთოდ არ უნდა განიხილოს, მაგრამ თუ ჩვენ მაინც ამ სარჩელის საფუძვლიანობისშეფასებაში შევალთ, სარჩელიც კი თვითონ არის უსაფუძვლო. რომც ჩაითვალოს იგი პარტნიორად შემდგომი განხილვების შემთხვევაში, ამ მოცულობით არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები იმის, რომ ზიანი მას ან საზოგადოებას ნამდვილად მიადგა და ეს იყო უფლების ბოროტად გამოყენებით დამდგარი,“ - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა.

საია-ს დასკვნას „რუსთავი 2"-ის იურისტები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ნიჟარაძის მიერ წამოწყებული დავა სამართლებრივი კუთხით აბსურდია.

„ნინო ნიჟარაძე ჯერ კიდევ ქიბარ ხალვაშის სასამართლო პროცესების დროს, როდესაც ის იყო მხარე, მას ხომ აქვს საქმის მასალები, ჩაიხედონ ამ საქმის მასალებში და ნახავენ, რომ ჩვენ ყველა ინსტანციაში ვსაუბრობდით, რომ უნდა მოხსნილიყო ყადაღა, რომელიც უკანონოდ ედო „რუსთავი 2-ს“, რომელიც გვაზარალებდაფინანსურად, მათ შორის პრობლემებს გვიქმნიდა გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. ის იყო მხარე, საქმის მასალები მას აქვს. მან ეს ძალიან კარგად იცოდა თავიდანვე, შემდგომ საჯაროდ არაერთხელ იქნა გაცხადებული ამის თაობაზე და სტრასბურგშიც გასაჩივრებულია ყადაღის უკანონობის გამო, ჩვენი ფინანსური ზიანი, მათ შორის საბიუჯეტო დავალიანებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს ფორმალურად არის გაკეთებული ნინო ნიჟარაძის მიერ, რომ სასამართლოს უბრალოდ დაუწეროს რაღაც, რომ მოხვდეს იმ მოსამართლესთან, ვისთანაც უნდა, მოხვდეს და შემდგომ სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც სახელმწიფოს აწყობს,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.


წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42