სოხუმში სიტუაცია დაიძაბა - დე ფაქტო პარლამენტის შენობას მომიტინგეებისგან სპეცრაზმი და „ომონი“ იცავს
პოლიტიკა - 19:37, 20 May, 2019     3492
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობაა, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, ისინი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ცვლილებას და ივლისის თვიდან შემოდგომაზე გადატანას ითხოვდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დე ფაქტო პარლამენტში კენჭისყრაც ჩატარდა, თუმცა ცვლილებისთვის საჭირო 24 ხმის ნაცვლად, კანონპროექტმა მხოლოდ 14 ხმა მიიღო. ე.წ არჩევნების თარიღი უცვლელი დარჩა და ის 21 ივლისს გაიმართება.


ოპოზიციური ძალების ლიდერი ასლან ბჟანია, რომელიც ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს 18 აპრილს მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ოპოზიციური ძალების ბლოკმა განაცხადა, რომ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მის კანდიდატურას წამოაყენებენ.

16 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად ორგანიზმში მომატებულია ვერცხლისწყლის მაჩვენებელი, სისხლში ალუმინი, ასევე ბენზოდიაზეპინი და კადმიუმი აღმოაჩინეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი ლიდერი მოწამლეს და აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ ტერორზე საუბრობს.

დე ფაქტო პარლამენტის მიერ არჩევნების თარიღის ცვლილებაზე უარის თქმამ, შენობასთან შეკრებილ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ხელისუფლებამ შენობასთან სპეცრაზმი და „ომონის“ კორდონი ჩააყენა. მოხდა ლოკალური შეტაკებებიც, რომლის ინიციატორიც ე. წ პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსი ახრა ჯოპუა იყო.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მანამდე არ დაიშლებიან ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და არჩევნების თარიღს არ შეცვლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42