საქართველო INSARAG -ის აკრედიტაციის მისაღებად ემზადება
პოლიტიკა - 15:50, 20 May, 2019     804

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი, გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - კლაუს ბუხმიულერი და სწრაფი განთავსებისა და საერთაშორისო ოპერაციების უფროსი სპეციალისტი - პეტერ გოხარაჯი ესწრებოდნენ.

შეხვედრისას საუბარი INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების პროცესში გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას შეეხო. ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამ პროცესში მენტორობას გაუწევს.

გერმანული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების პროფესიულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს ადგილზე შეაფასებს და საქართველოს INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებისთვის საჭირო რეკომენდაციებს მისცემს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებით, საქართველო საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრი გახდება, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო მისიებში.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოხდება სამსახურის შესაძლებლობების გაუმჯობესება ტრენინგებისა და სასწავლო კურსების, ტექნიკური დახმარების, ასევე ინსტიტუციონალური გაძლიერების ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42