ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ დარღვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამეგრელოში არსებული რამდენიმე სკოლიდან მას პირადად დაუკავშირდნენ, სადაც ბიულეტენზე მასწავლებლებს ფოტოს გადაღებას სთხოვდნენ.
„სამწუხაროდ, შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ხერხები ამ ზეწოლის, თუმცა ზეწოლები სკოლებში ისევ იყო. მაგალითად, სხვაობა ვგულისხმობ, რომ ამ შემთხვევაში, გამგებელთან ჰქონდათ ხოლმე შეხვედრა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ამას რესურს ცენტრი აკეთებდა. თუმცა რამდენიმე სკოლა პირადად მე დამიკავშირდა და ამბობდნენ, რომ მათ თხოვდნენ ფოტოს გადაღებას ბიულეტენზე, იყო ასევე რა თქმა უნდა, დაშინების და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარები. ანუ, ერთი სიტყვით, უბრალოდ მეთოდები შეიცვალა ცოტათი, თუმცა არჩევნებზე ისევ იყო ის ზეწოლა, რასაც უკვე მივეჩვიეთ" - აღნიშნა შენგელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






