საქართველოს ბანკმა მსოფლიოში ცნობილ, საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა
პოლიტიკა - 15:04, 20 May, 2019     675

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33 კაციან დელეგაციას უმასპინძლა. Olivaint Conference ეს არის 1874 წელს დაარსებული ერთგვარი პლატფორმა თავისუფალი დისკუსიითვის საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში განვითარებულ და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოს ლიდერებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. კონფერენციის მიზანია, ორგანიზაციის წევრების, რომლებიც არიან წარმატებული მენეჯერები, ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პედაგოგები, იურისტები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კონფერენციის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს მნიშველოვანი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Olivaint Conference -ის წევრებს უმასპინძლა. ჩვენთვის დიდი პატივია, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, მისი ეკონომიკური შესაძლებლობები და საინვესტიციო მიმზიდველობა, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ბანკის როლზე, ჩვენს მიზანზე, მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, სხვადასხვა წლებში Olivaint Conference-ის ალუმნები იყვნენ: საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი-რობერტ შუმანი; საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-ლორან ფაბიუსი; ევროპარლამენტის ყოფილი წევრი- ჟან ლუი ბურლენჟი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილი პრეზიდენტი- ჟაკ ატალი და ა.შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42