გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრი ხატია დეკანოიძე არჩევნების შედეგებს ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციად აფასებს.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ძველი ბიჭების დახმარებით, ძალადობით და მოსყიდვებით გააყალბა არჩევნები.
„ბრძოლა არის ჩვენი, ჩემი მეგობრების, ჩვენი პარტიის და პირველ რიგში ყველა იმ ადამიანის ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, არჩევანი. ყველა მეთოდით და განსაკუთრებით და განსაკუთრებით ეს არის კარგი, ძლიერი კომუნიკაცია თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან, რომ მივიტანოთ მთავარი გზავნილები, რატომ არის ივანიშვილის რეჟიმი ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის. რატომ არის საფრთხეში ჩვენი ქვეყანა. ყველა შესაძლო მექანიზმით, ყველა შესაძლო ბერკეტით, სამართლიანი არჩევნების მოპოვების მცდელობით და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიგრძნოს, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. გაერთიანებული ოპოზიცია და არა მხოლოდ, პროდასავლური პარტიები შეთანხმებულები ვართ იმაზე რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნების შემოღება, მათ შორის აქციები, მათ შორის კომუნიკაცია, ყველა შესაძლო ეფექტური მექანიზმი" - აღნიშნა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






