ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა
პოლიტიკა - 11:52, 20 May, 2019     603

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, პირველი, საერთაშორისო, სამდღიანი, სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ 2019 წელს ბოტანიკური ბაღისთვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

„მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების მეცნიერული შესწავლისა და მისი კონსერვაციის საკითხებთან. საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის მცენარეთა მრავალფეროვნებას, განსაკუთრებული დაცვა და მოფრთხილება ესაჭიროება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლისა და კონსერვაციის საქმეში.

ჩვენი ამოცანაა, გაძლიერდეს და გააქტიურდეს ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, განახლდეს მცენარეთა კოლექციები და ბაღმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვის და მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყება ბოტანიკური ბაღისათვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს სამეცნიერო ლაბორატორიების, სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციული და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას. მჯერა, რომ ახალი ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის შესაძლებლობების გაძლიერებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კონფერენციის მიზანია საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის შედგების გაანალიზება, არსებული პრობლემების გააზრება, მცენარეთა კონსერვაციის საკითხებზე თანამშრომლობის ეროვნული პლატფორმის შექმნა და სტრატეგიული ხედვების ფორმირება.

კონფერენცაზე, რომელიც 20-21-22 მაისს იმართება, იგეგმება დისკუსია მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადების საკითხებზე.

ღონისძიების ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, 22 მაისს, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი მცენარეთა კოლექციების გაცვლასა და მცენარეთა კონსერვაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და მისურის ბოტანიკურ ბაღს შორის. ასევე, გაფორმდება მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოში მოქმედ, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ბოტანიკურ ბაღებს შორის, საქართველოს მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული ქსელის შექმნის თაობაზე, რომელიც 15 სუბიექტს გააერთიანებს.

კონფერენცია, რომელშიც ბოტანიკური ბაღის ორმოცზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის 110 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას 13 ქვეყნიდან, სამი დღე იმუშავებს სამეცნიერო და პლენარული სესიების, მრგვალი მაგიდისა და ვორქშოპების ფორმატში.

კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე და BGCI რეგიონული პროგრამების დირექტორი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42