ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა, ძალადობა და ხელშეშლა ჟურნალისტურ საქმიანობაში- ომბუდსმენი ფაქტების გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკა - 12:01, 20 May, 2019     862
საქართველოს სახალხო დამცველი 19 მაისს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ეხმიანება.

"საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 19 მაისს, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ადევნებდნენ თვალს შუალედური არჩევნების მიმდინარეობას, განსაკუთრებით ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესს და კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულად რეაგირებდნენ მომხდარ ინციდენტებსა და უფლებადარღვევის ფაქტებზე. მათ მოინახულეს არაერთი საარჩევნო უბანი და შეხვდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს.

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რაც გასული არჩევნების მსგავსად, კვლავ ფიქსირდებოდა. კერძოდ, დღის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო წყაროების მეშვეობით კენჭისყრის მიმდინარეობის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე. უკიდურესად მნიშვნელოვანია პასუხისმგებელი უწყებების მიერ ყველა ასეთი შემთხვევის საფუძვლიანი, სრულყოფილი და ობიექტური შესწავლა, კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი დროული და ეფექტური რეაგირება, შესაბამის პირთა იდენტიფიცირებისა და მათ მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარების მიზნით. თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით წარმართული სამართლებრივი პროცესების ზედამხედველობას.

კენჭისყრის მიმდინარეობის მონიტორინგმა ასევე ცხადყო, რომ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად საარჩევნო უბნებთან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორების მასობრივი მობილიზება და მათ მიერ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გამოცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება რჩება. ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან ერთად, წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ საარჩევნო უნებს გარეთ შექმნილი ასეთი ვითარება უმეტეს შემთხვევაში დაძაბულობისა და სხვადასხვა ინციდენტის წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ გარემოებას წარმოადგენს. მართალია, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ კრძალავს კოორდინატორების მხრიდან მსგავსი საქმიანობის განხორციელებას, თუმცა სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჩამოყალიბებული მანკიერი პრაქტიკა ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის ბერკეტს წარმოადგენს და აღნიშნული საკითხი სამომავლოდ სათანადო რეგულირებას საჭიროებს, რათა ამომრჩევლის მხრიდან ნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში გამოხატვა იყოს უზრუნველყოფილი.

ამასთან, სახალხო დამცველს მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემოსათვის დამაზიანებლად მიაჩნია 19 მაისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობრივი ხასიათის არაერთი ინციდენტი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 2 შემთხვევასთან დაკავშირებით, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 5 პირი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამასთან, ერთი არასრულწლოვანი პირი უთითებს, რომ სამართალდამცავმა პირებმა ის იძულებით ჩასვეს ავტომობილში და გადაიყვანეს განყოფილებაში. სახალხო დამცველი აგრძელებს სამართალდამცავი პირების მხრიდან გატარებული ღონისძიებების კანონიერების საფუძვლიან შესწავლას, მათ შორის აპარატის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და არასრულწლოვან პირთან დაკავშირებული საქმეები" - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42