"თუ მეორე ტური იქნება, მე შევდივარ მეორე ტურში, რადგან ახლა ბრძოლას აზრი აქვს" - სანდრა რულოვსი
პოლიტიკა - 23:54, 19 May, 2019     941
სანდრა რულოვსი დარწმუნებულია, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ არჩევნების გაყალბების ხარჯზე ცესკომ მეორე ტური გამოაცხადოს.


მისი თქმით, ამ შემთხვევაში ის მზად არის, არჩევნების მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა, რადგან, მისი აზრით, ქვეყანა საბჭოთა კავშირს დაემსგავსა და ამბობს, რომ ახლა ბრძოლას აზრი აქვს.

„რა მონაცემებსაც საოლქო კომისია გვაძლევს, ზოგი მე მოვიგე, ზოგი იმან მოიგო. სოფლებში უკეთესი პოზიციები გვაქვს, ვიდრე ქალაქში. თუ მეორე ტურია საჭირო მათი მონაცემებით, მე შევდივარ მეორე ტურში, მაგრამ თუ ისინი გამოაცხადებენ გეგა შენგელიას პირველ ტურში გამარჯვებულად, ეს შედეგი იქნება ჩემთვის მიუღებელი,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ გამოაცხადებენ გამარჯვებულად და არ განმეორდება 2016 წლის არჩევნები, როცა მას პირველ ტურში გამარჯვება წაართვეს.

სანდრა რულოვსის თქმით, მაშინ არ შევიდა ხელისუფლებასთან ომში, რადგან ამომრჩეველზე უფრო დიდი ზეწოლა იყო. მისი თქმით, ახლა რეალობა სხვაგვარია.

„ბრძოლას აქვს აზრი, ახლა ბევრად ძლიერად ვგრძნობ თავს, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა ძალიან მალე აღარ იარსებებს - ან გადაეცემა ოლიგარქის მიერ რუსეთს, ან გაიყიდება. როგორც ჩანს, ივანიშვილი არ მიდის არსად არჩევნების გზით. თუ ისინი იტყვიან, რომ გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მე გამოვალ ინიციტივით, რომ აქ უკვე ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი იმიტომ, რომ არჩევნების რწმენა აღარავის აქვს. მე მზად ვარ, ივანიშვილის წინააღმდეგ ავიღო ხელში იარაღი და ეს იარაღი არის ხალხის ძალა. ყველა ქალაქს გავივლი ფეხით და ვინც შემომიერთდება, განსაკუთრებით ახალგაზრდები... დაველოდოთ მათ შედეგებს, მაგრამ მზად ვარ, ბოლომდე მივიდე. მინდა, ამ ხალხს მომავალი ვაჩუქო,“ - ამბობს სანდრა რულოვსი.

სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ის ამ ქვეყანას "ოლიგარქ ივანიშვილს" არ აჩუქებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42