"მე გავიმარჯვე პირველ ტურში, თქვენ მე არ მიცნობთ, მიიღებთ პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით" - სანდრა რულოვსის მიმართვა ხელისუფლებას
პოლიტიკა - 22:46, 19 May, 2019     1570
სანდრა რულოვსი პირველ ტურში გამარჯვების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თუ "ქართული ოცნება" ამას არ აღიარებს პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს. მისი თქმით, ის სოფელ-სოფელ ივლის და ხალხს შეკრებს. რულოვსი ამბობს, რომ მას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების კანდიდატი პირველსავე ტურში დაამარცხა.


"აქ ვდგავართ 58-ე და 39-ე უბანთან. დაველოდებით მათ გამოცხადებულ შედეგებს. აქ არის ორი უბანი ერთ სკოლაში. უკანა მხარეს არის 38-ე უბანი, სადაც არის შესული არჩილ თალაკვაძე. ეს ნიშნავს, რომ იქ მაგარი გაყალბება მიმდინარეობს, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს 91-ე ანაკლია 2 ხმით, 77-ე უბანი ონოღია 30 ხმით, ასევე ძალიან კარგი ხმები მოგვდის 31-ე უბანზე - ეს ანაკლიაა, დავითიანი გვაქვს მოგებული 50 ხმით და რუხი გვაქვს მოგებული 41 ხმით, მე-100 უბანი.

ჩვენ პირველივე ტურში მოვიგებთ და არანაირად არ ვაჩუქებთ მეორე ტურის ან რაიმე სხვა განცხადებას არ შევეგუებით, ჩვენ ვიცით რასაც მაიმუნობენ, ვიცით,რ ომ მარტო ამ სოფელში 60 პასპორტია წართმეული,უამრავი დადასტურებული ფაქტია მოსყიდვის, უამრავი ფაქტია ზეწოლის, ასევე ფარულობის დარღვევის, ძალიან ბევრი ფაქტია, რომ ხალხი ვერ მივიდა ან ძალით მიიყვანეს. ასევე ხალხი იყო შეყვანილი აკრედიტაციის გარეშე , ბევრი იყო ნასვამი და პოლიცია არ აქტიურობდა.

მე მინდა მივმართო პოლიციელებს, ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ გახსოვთ, როგორ კარგად გექცეოდნენ წინა მთავრობის დროს და ასე იქნება ისევ, თქვენ არ უნდა გახდეთ მონები. ვიცი თქვენი დამოკიდებულება და ყოველთვის არის თბილი და პატივისცემის დამოკიდებულება ჩვენთან.

მესმის რომ იძულებულები ხართ, მაგრამ ვიცი,რომ არ დაუშვებთ პროვოკაციას, თქვენ უნდა იდგეთ ხალხის მხარეს. ეს არის განმუხური და განმუხურს მოვიგებთ, სხვა არჩევანი აქ არ არის, როგორც ანაკლიას.

არ ვიცი რას აპირებენ მეორე ბანაკში, ჯერ ჩუმად არიან და თათბირობენ,თუ გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას ამას არ შევეგუებით. პირველი ტური ჩვენ გვაქვს მოგებული და არ დავუშვებთ მეორე ტურს, იმიტომ რომ არ გვჭირდება.

თუ ისინი მაინც პირველ ტურს გამოაცხადებენ ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, სოფელ სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადადგმისთვის და თითო სოფელში, თუ მე არ გამომყვებიან თბილისამდე, იმ შუშის სასახლემდე. მე ამისთვის ვარ მზად, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ მე არ მიცნობთ.ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური, თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს, მე ვადასტურებ ამას. კახათიც მოგებულია“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42